![]() |
„მესმის და მავიწყდება.
ვხედავ და მჯერა.
ვაკეთებ და ვიგებ“ - კონფუცი
|
უამრავმა
კვლევის მიხედვით, თამაშებს უცხო ენების შესწავლაზე დადებითი გავლენა აქვს. აღნიშნულს
ადასტურებს 1985 წელს მაიკლ კერიერის (Michael Carrier), 2005
წლის ჩენის (Chen), და
2010 წლის კუპეცკოვას (Kupeckova) მიერ ჩატარებული კვლევები.
ენობრივი თამაშები
შეიძლება დაიყოს სხვადასხვა პრინციპის მიხედვით. ჰედფილდი (Hadfiled) გვთავაზობს ენობრივი
თამაშების ორი სახის კლასიფიკაციას. იგი გამოყოფს ლინგვისტურ, რომელშიც ძირითადად უფრო
მეტი მნიშვნელობა ენიჭება სისწორეს, სიზუსტეს და
კომუნიკაციურ თამაშებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციის წარმატებულ
გაცვლაზე.
ინგლისური ენის პედაგოგები ამ მიზნით მიმართავენ ისეთი
სახის აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია
ლექსიკის გაუმჯობესებაზე. გამოცანები, გამოტოვებული სიტყვების ჩასმა და ანაგრამები
აუმჯობესებენ ლექსიკას. მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გაზრდის მიზნით, მასწავლებელს
შეუძლია ჩაატაროს შეჯიბრი სინონიმების, ანტონიმების,
იდიომების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. მან უნდა განმარტოს სიტყვები და მათი
მნიშვნელობა მაგალითების გამოყენებით და სთხოვოს მოსწავლეებს სიტყვების მნიშვნელობა
გაიაზრონ კონტექსტიდან გამომდინარე. აგრეთვე
აწარმოონ წინადადებები თითოეული სიტყვის გამოყენებით სხვადასხვა კონტექსტში. ამრიგად,
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება ითქვას, რომ თამაში:
·
საუკეთესო
საშუალებაა მოსწავლეების სწავლის პროცესში ჩასართავად და მათი მოტივაციის ასამაღლებლად;
·
ხელს
უწყობს მოსწავლეებს უცხო ენა გამოიყენონ სპონტანურად;
·
კლასში
ქმნის თავისუფალ და სასიამოვნო ატმოსფეროს;
·
ხელს
უწყობს მოსწავლეებს ქვეცნობიერად გაიაზრონ
და პრაქტიკაში გამოიყენონ ენის ოთხი ძირითადი მომართულება. როგორიცაა მოსმენა, კითხვა,
საუბარი და წერა;
·
ამცირებს
სტრესსა და ნერვიულობას თანაკლასელებთან საუბრისას
·
ორიენტირებულია
მოსწავლეზეა;
·
ხელს
უწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაზრდას.
ინგლისური ენის სწავლება კიდევ უფრო ეფექტური იქნება
თუ მასწავლებელი ენის შემსწავლელებს მოუწოდებს
კონკრეტული თემის განხილვისკენ. მან უნდა გაყოს მოსწავლეები ორ ან სამ ჯგუფად და გაამხნევოს
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დისკუსიაში ჩაბმით მასწავლებელს შეუძლია უფრო მეტი
ყურადღება გაამახვილოს კონკრეტული თემის ირგვლივ. ჯგუფურ დისკუსიებში ჩართვით მოსწავლეები
იუმჯობესებენ მოსმენისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.

No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.